შვიდი მითი ავღანეთის შესახებ
შეერთებული შტატების სხვა სამხედრო კამპანიების მსგავსად ბევრი მითი ავღანეთში ინტერვენციასაც ახლდა თან.
2021 წლის აგვისტოში შეერთებული შტატების ავღანეთიდან გასვლას „ნახევრად გამომცხვარი“ კომენტარების და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაფუძნებული ჟურნალისტური სპეკულაციების უპრეცედენტო რაოდენობა მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანასა და იქ მიმდინარე მოვლენებზე აზრი ჰქონია ყველას, მათ შორის იმათაც კი, ვისაც ავღანეთის პოვნა რუკაზე უჭირს. როგორც მოსალოდნელი იყო, გამოსვლას მოჰყვა პოლიტიკური და პარტიული ნიშნით არგუმენტირებული ურთიერთბრალდებების უსასრულო ტალღაც. ამ პოლემიკების კორიანტელში […]