ადგილთა ცვლა: ერაყში და ავღანეთში ყველაფერი პირიქით მოხდა
ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პარადოქსი შეერთებული შტატების ავღანეთში დამარცხება, ერაყში კი მისიის წარმატებით დასრულებაა.
დიდი ხნის განმავლობაში ავღანეთის სამხედრო მისიას „გარდაუვალსა და მართალს“ უწოდებდნენ, ერაყი კი „შეცდომას მოყოლილი არასწორი ომი“ იყო. მიუხედავად ამისა, ავღანეთის კამპანია შეერთებული შტატების დამამცირებელი გამოსვლით და ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის რამდენიმე დღეში დაცემით დასრულდა. ავღანეთისგან განსხვავებით, ერაყის მთავრობამ არა მხოლოდ ძალაუფლება შეინარჩუნა, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების მნიშვნელოვნად შემცირება და ქვეყნის სტაბილიზაციის გზაზე დაყენება შეძლო. რა თქმა […]