
რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რაც უკრაინაში ხდება?
რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზრდას. მოსკოვს არც შეერთებული შტატების მისამართით საჯაროდ გამოთქმულ მუქარაზე უთქვამს უარი: კრემლი აცხადებს, რომ ვაშინგტონისა და ნატო-ს მიერ კრემლის წამოყენებული პირობების შეუსრულებლობას მოსკოვის მხრიდან პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა მოჰყვება. ბაიდენის ადმინისტრაცია პრეზიდენტ პუტინთან და რუსულ მხარესთან ჩართულია როგორც ორმხრივ მოლაპარაკებაში, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ნატო და ეუთოსთან […]