პროექტის მიზანია, მარტივად აღქმადი ინდექსის შექმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების მონიტორინგი, დემოკრატიის ხარისხის მიხევით გაერთიანებულ ქვეყანათა ჯგუფებზე.

ეკონომიკური დამოკიდებულება შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ეკონომიკური ინტეგრაცია შერჩეული ქვეყნის ჯგუფებზე ვაჭრობისა და კაპიტალის მიმოცვლის ინდიკატორების მიხედვით.

ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის მეთოდოლოგიის შემუშავდა და ინდიკატორები შეირჩა შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

∙ სიმარტივე და სანდოობა
∙ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა
∙ სამომავლოდ ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა
∙ მოდელირების და დაშვებების მინიმიზება
∙ სხვა ქვეყნებთან შედარების საშუალება

/ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი

ინდექსი აჩვენებს საქართველოს ეკონომიკურ „დამოკიდებულებას“
მსოფლიოს ქვეყნების ჯგუფებზე, მათი დემოკრატიულობის მაჩვენებლის
შესაბამისად.

ეკონომიკური დამოკიდებულების შესაფასებლად გამოყენებულია
ინდიკატორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; საქონლის ექსპორტი;
საქონლის იმპორტი; საგარეო ვალი; ქვეყანაში შემომავალი ფულადი
გზავნილები.

ქვეყნები დაჯგუფებულია Economist Intelligence Unit -ის „დემოკრატიის ინდექსის“
მიხედვით – „ავტორიტარული“, „ჰიბრიდული რეჟიმი“, „არასრული
დემოკრატია“ და „სრული დემოკრატია“.

ინდექსი საზოგადოებას აძლევს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და
ეკონომიკური გეზის უკეთ აღქმისა და გააზრების საშუალებს.
ინდექსი შემუშავებულია ინოვაციური მეთოდოლოგიით ეკონომიკური
პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, USAID ეკონომიკური
მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.

/სიახლეები