რა აირია ავღანეთში?
ეს მარცხი ორი ათეული წლის განმავლობაში მწიფდებოდა და შეერთებული შტატების მიერ სხვა დროს და სხვა ადგილებში განცდილ წარუმატებლობებს ჰგავს.
20 წლის, 2448 ამერიკელი ჯარისკაცის და 1720 კონტრაქტორის დაღუპვის, 20000 დაჭრის და ტრილიონობით დახარჯული დოლარის შემდეგ ამერიკის ავღანური პროექტი ჩავარდა – სწრაფად, საბოლოოდ და დამამცირებლად. მიუხედავად ოცწლიანი ძალისხმევისა, შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო ავღანეთისთვის მშვიდობის მოტანა და ქაბულში სტაბილური, დასავლური ყაიდის, ფუნქციური მთავრობის ჩამოყალიბება. ვაშინგტონმა ვერ მოახერხა თალიბანის, 11 სექტემბრის უკან მდგომი ტერორისტების მფარველი ისლამისტური მოძრაობის, […]