მზადება მარცხისთვის
ფრენსის ფუკუიამა უკრაინაში შექმნილ ვითარებას აფასებს
ამ სტატიას სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ვწერ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი „ლიდერთა განვითარების აკადემიის“ ერთ-ერთ სალექციო კურსს ვკითხულობდი. უკრაინაში მიმდინარე ომზე აქ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არაფრით გამოირჩევა, ერთადერთი განსხვავება ბალკანეთის უკრაინის საათის სარტყელთან სიახლოვე და პუტინის შედარებით მაღალი მხარდაჭერაა, რომელიც ამ რეგიონს დანარჩენი ევროპისგან გამოარჩევს. ამ მხარდაჭერას, დიდწილად, სერბეთის და იქ მაუწყებლობის მქონე „სპუტნიკის“ ფაქტორი განაპირობებს. […]