სამახსოვრო საჩუქარი მერკელს – “ჩრდილოეთის ნაკადი 2”
"ჩრდილოეთ ნაკად 2" -ზე დათანხმებით ჯო ბაიდენმა შესაშური სამახსოვრო საჩუქარი მიუძღვნა ანგელა მერკელს. ბერლინსა და მოსკოვს დადებული შეთანხმება მხოლოდ ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გულისხმობდა. ეს შეთანხმება აჩვენებდა იმ არაფორმალურ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დასავლეთისთვის მნიშვნელოვან რუსეთის ამბიციების შეკავების პოლიტიკას.
დაუწერელი კანონია, სარგებელისა და რისკების შეფასების დროს სახელმწიფოები საკუთარი დანაკარგების შემცირებას ცდილობენ. სწორედ ეს გააკეთა ჯო ბაიდენმა, როდესაც ის დათანხმდა გერმანიას და ამ უკანასკნელს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის დასრულების შესაძლებლობა შუენარჩუნა. ეს გაზსადენი შეერთებული შტატებისა და გერმანიის ურთიერთობებს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას დროს ართულებდა. ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის ბოლო ასიოდე მილის დასრულებას წინ არარაფერი […]