მირაჟები და ილუზიები
რატომ აფასებს ხშირად დასავლეთ რუსეთს მოსკოვისთვის სასურველი პერსპექტივიდან? „ამერიკული მიზნის“ სარედაქციო საბჭოს წევრი ლილია შევცოვა ამ და სხვა საკითხებზე „საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს“ მკვლევარს და „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს ყოფილ უფროსს, შტეფან მაისტერს ესაუბრა.
ლილია შევცოვა: რუსეთზე მცდარი წარმოდგენების წიგნის პირველი თავი ჩემთვის დასავლელი „სოვიეტოლოგების“ მიერ საბჭოთა კავშირის კვლევისა და შესწავლისას დაშვებული შეცდომების ანალიზით უნდა დაიწყოს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირი კლდესავით მტკიცე ქვეყანა იყო, მაშინ, როცა „ბოროტების იმპერია“ უკვე ინგრეოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და მათი მიდგომები და ანალიტიკური ჩარჩო პოსტ-საბჭოთა რუსეთს მიუსადაგეს. შტეფან […]