გერმანია: „რეალპოლიტიკა“ ხვდება რეალობას
ბერლინის კრემლისადმი დამოკიდებულება იცვლება. გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერთან და გარემოს დამცველ საშა მიულერ-კრემერთან ერთად განვიხილავთ იმ რთულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღება ამ ცვლილებების გამო გერმანიაში მოუწევთ.
„ამერიკული მიზანი“: აღმოჩნდა თუ არა უკრაინაზე თავდასხმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის გარდამტეხ მომენტად? რომელი ცვლილებები შენარჩუნდება და რა საკითხებზე გაიმართება დებატები მომავალში? საშა მიულერ-კრენერი: რუსეთის სამხედრო აგრესიამ გერმანელი პოლიტიკოსების წინაშე ორი ძირითადი საკითხი წამოჭრა: საჭიროა ინვესტიციის გაზრდა თავდაცვასა და ენერგოდამოუკიდებლობაში. გერმანიისა და ევროპის მზარდი დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე თვალის დახუჭვის ფაქტორად […]