
ეკონომიკური ომი
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა. მის ახალ წიგნში, ნიკოლას მალდერი ამ სანქციებზე დამყარებული იმედების კვალს პირველი მსოფლიოს ომის წლებში პოულობს.
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აუდიტორიას შესჩივლა, რომ შეერთებული შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომი“ გამოაცხადა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მან სიმართლე თქვა. შეერთებული შტატების და მოკავშირეების მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა, ფინანსურმა და ტექნოლოგიურმა სანქციებმა დაამუხრუჭა და უკან დახია რუსეთის ეკონომიკა, შეამცირა კრემლისთვის ხელმისაწვდომი სავალუტო რესურსები, რუსულ სამრეწველო კომპანიებს შეეზღუდათ წვდომა მათი პროდუქციისთვის […]