ხარკოვის დღიური
ოცდასამი წლის სტუდენტი, რომელიც ხელოვნების ისტორიას სწავლობს, აღწერს, როგორ გახვია რუსეთმა ომში მისი მშობლიური ქალაქი.
24 თებერვლის დილით, 5 საათსა და 30 წუთზე, ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში ომი დაიწყო. მეგობრის ზარმა გამაღვიძა. ხმა უკანკალებდა, მიყვიროდა. ომი დაიწყოო, მითხრა. მივდივართ. შენც წადიო. გაიქეციო. პირველი ფიქრი: ჩემი მშობლები სად არიან? მათ მოსაძებნად გავიქეცი. ომი სინამდვილეში ასე, ღამის 2-ზე დაწყებულიყო. ჩემი მშობლები როცა ვიპოვე მარწმუნებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. შემაღლებულ ადგილას ცხოვრობენ და მათი […]

