ავტოკრატიული გადაბრალების ნაწილი
„უცხოეთის აგენტის“ დამახინჯებული კანონები, რომლებსაც დემოკრატიულ კანონებად ასაღებენ, ავტოკრატებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
იური დუდი ჯაშუში არ არის. მიუხედავად ამისა, 2022 წლის აპრილში, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, გერმანიაში დაბადებული რუსი იუთუბერისა და ჟურნალისტის სახელი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოეთის აგენტების“ რეესტრს დაემატა. კრემლს თავისუფლად შეეძლო მისთვის მოღალატე ეწოდებინა. ცილისმწამებლური იარლიყი დამამთავრებელი ეტაპი იყო იმ იურიდიულ ომში, რომელიც კრემლმა „იუთუბზე“ 10 მილიონი გამომწერის მქონე დუდის […]