fukuyama logo

სიახლეები

აგვისტო 25, 2021 25 აგვისტოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი პატივს მიაგებს სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას

25 აგვისტოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი პატივს მიაგებს სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას
დღეს, 25 აგვისტოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი პატივს მიაგებს საქართველოს მეგობრისა და არიზონას შტატის ექვსგზის სენატორის, ჯონ მაკკეინის ხსოვნას.
მაკკეინი იყო პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს აშშ-ს მეგობრად და მოკავშირედ მიიჩნევდა. ის რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და ღიად გამოხატავდა ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას.
ჯონ მაკკეინი საქართველოს უკანასკნელად 2017 წელს ეწვია და ოკუპირებული სოფელი ხურვალეთი მოინახულა. სწორედ ამ ვიზიტის დროს სენატორმა განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებდა “საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად”.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და McCain Institute for International Leadership-ის ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია”. ასევე, EPRC-მ თარგმნა და გამოსცა ჯონ მაკკეინის უკანასკნელი წიგნი “დაუცხრომელი ტალღა”.