fukuyama logo

გამომცემლობა

piblishing_img
დევიდ კრამერი

შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება

arrow_icon
შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება

შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება

დევიდ კრამერი

დევიდ კრამერის ეს წიგნი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივას იკვლევს და ასკვნის, რომ პუტინის კრემლში ყოფნისას ამ ურთიერთობის გაუმჯობესება შეუძლებელია. პირიქით, დასავლეთთან და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან კონფრონტაცია მისი ხელისუფლების შენარჩუნების ქვაკუთხედია. მითი, რომ ნატო, ევროკავშირი და ამერიკა რუსეთისთვის სასიცოცხლო საფრთხეა, პუტინმა არაერთხელ გამოიყენა. ეს ნიშნავს, რომ პუტინისა და შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს თითქმის არ ემთხვევა, ღირებულებები კი რადიკალურად განსხვავდება. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკული ადმინისტრაციების (მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა) ნებისმიერი დათმობა და კომპრომისის სურვილი აღიქმება, როგორც სისუსტის ნიშანი და რუსეთი ამ დათმობებს ოპორტუნისტულად, მოკლევადიანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს.

კრამერის წიგნი გააზრებული მსჯელობის ნაყოფია და საჭირო დროს გამოიცემა. აუცილებელი საკითხავია როგორც სამთავრობო ადმინისტრაციაში დასაქმებულთათვის, ასევე ყველასთვის, ვისაც შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობის უფრო ღრმად გააზრება სურს. უდავოა, რომ ამ წიგნში გამოცდილებაზე დაფუძნებული ბევრი გაკვეთილი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის ყურადსაღები, დასაბუთებული რეკომენდაციაა, რომლებიც წარსულში დაშვებული შეცდომების გამეორებას აგვარიდებს თავიდან. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში წიგნის ფუნქცია იმ ანალიზისა და განხილვის დაწყებაა, რომელიც ესოდენ აუცილებელია პუტინის რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობაში წარმატების მისაღწევად. ეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რჩება. 

წიგნის ქართული ვერსია გამოიცა ,,ფუკუიამას ფრონტისპირა დემოკრატიის ცენტრისა” და ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” თანამშრომლობის ფარგლებში. წიგნის მოპოვებისთვის მიმართეთ [email protected]

piblishing_img
ჯონ მაკკეინი

დაუცხრომელი ტალღა: კარგი დღეები, სწორი მიზნები, დიდი ბრძოლები და სხვა ძვირფასი მოგონებები

arrow_icon
დაუცხრომელი ტალღა: კარგი დღეები, სწორი მიზნები, დიდი ბრძოლები და სხვა ძვირფასი მოგონებები

დაუცხრომელი ტალღა: კარგი დღეები, სწორი მიზნები, დიდი ბრძოლები და სხვა ძვირფასი მოგონებები

ჯონ მაკკეინი

ამერიკელი გმირის ნააზრევი საკუთარ ცხოვრებაზედა იმაზე, რაც მთავარია 

არ ვიცი რამდენი დამრჩა. ხუთი წელი? ეგებ ამასობაში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდებიც აღმოაჩინონ და სიცოცხლე გავიხანგრძლივო. ეგებ თქვენგან ამ სიტყვების კითხვისას უკვე აღარც ვიყო ამქვეყნად. ეს ის შემთხვევაა, როცა წინასწარმეტყველებისგან თავს შევიკავებ. ვემზადები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მოვემზადო. რაღაცები მოსაგვარებელი მაქვს, საქმეებიმოსამთავრებელი, ხალხისანახავი. და თუ ნებას დამრთავთ, მინდა, ჩემს თანამემამულე ამერიკელებს ვუთხრა ორიოდე სიტყვა”. 

ასე დაწერა ჯონ მაკკეინმა ეს გულახდილი, ამაღელვებელი და ღრმად პირადული მოგონებები. სასიკვდილო სენთან ჭიდილისას შექმნილ წიგნში, იგი მადლიერებით შესცქერის განვლილ გზას, იხსენებს სენატში მოღვაწეობასა და 2008 წლის ისტორიულ საპრეზიდენტო კამპანიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლის ეპიზოდებს.

მაკკეინის სამიზნეყალბი ნაციონალიზმისადა პოლიტიკური პოლარიზაციის ტალღაა, რომელიც ამერიკის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას იწვევს. დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ის პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა აყენებს. მაკკეინი იხსენებს მისი საჯარო სამსახურის ღირსშესანიშნავ მომენტებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი მისი და სენატის კიდევ ერთი ბუმბერაზის, სენატორ ედუარდ მ. კენედის თანამშრომლობას უჭირავს. სენატორი მაკკეინი გულახდილად მოგვითხრობს იმ უთანხმოებების შესახებ, რომლებიც შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტთან ჰქონია და კრიტიკულ შენიშვნებს არც მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების შეფასებისას ერიდება. ამავე დროს, ის გვთავაზობს ამერიკის მომავლის პოზიტიურ ხედვას, რომელიც სცდება პრეზიდენტ ტრამპის მოღვაწეობას.

წიგნის ქართული ვერსია გამოიცა ,,ფუკუიამას ფრონტისპირა დემოკრატიის ცენტრისა” და ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” თანამშრომლობის ფარგლებში. წიგნის მოპოვებისთვის მიმართეთ [email protected]

piblishing_img
ლარი დაიმონდი

ავი ქარები: დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებისგან

arrow_icon
ავი ქარები: დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებისგან

ავი ქარები: დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებისგან

ლარი დაიმონდი

თანამედროვე მსოფლიოს ავტორიტარიზმის საფრთხე ემუქრება. ამ წიგნით დემოკრატიის წამყვანი ამერიკელი მკვლევარი ლარი დაიმონდი თავისუფლებისთვის საშიში გლობალური ტალღის შესაჩერებლად საჭირო მოქმედებისკენ მოგვიწოდებს.

ლარი დაიმონდმა დემოკრატიის მომავალზე ზრუნვა ცხოვრებისეულ ამოცანად დაისახა. ამ ამოცანის შესრულებას ის დემოკრატიის წარსულის შესწავლითა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ავტოკრატიასთან მებრძოლ დისიდენტთა დახმარებით ცდილობდა.  დემოკრატიის გაძლიერებისა და დაკნინების ციკლებზე გულმოდგინედ დამკვირვებელი ავტორი შეშფოთებული ადევნებდა თვალს ჩინეთისა და რუსეთის გათამამებას, ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე პოლიტიკური ლიდერების აღზევებას უნგრეთში, პოლონეთში, თურქეთში, ფილიპინებზე და სხვა ქვეყნებში.

ავი ქარებისდედააზრი მარტივია: დემოკრატიული ღირებულებების ბედს შეერთებული შტატების ლიდერობა წყვეტს. ამერიკის მიერ დემოკრატიის ქვაკუთხედის ტრადიციულ პოზიციაზე უარის თქმა ავტორიტარიზმის დღევანდელ ტალღას ცუნამად აქცევს. ვლადიმირ პუტინს, სი ძინპინსა და მათ თაყვანისმცემლებს 21-ე საუკუნის დესპოტიზმის ხანად ქცევაში ხელს აღარაფერი შეუშლის.

ახლა ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ, ტირანიის ახალ ერასა და დემოკრატიული განახლების ეპოქას შორის. თავისუფალ ქვეყნებს თავიანთი ღირებულებების დაცვა შეუძლიათ; თავისუფალ მოქალაქეებსთავიანთი უფლებების. „ავი ქარებიპოლარიზაციასთან ბრძოლის, პოლიტიკაზე ფულის გავლენის შემცირების, თითოეული ამომრჩევლის ხმის მნიშვნელობის გაზრდის კონკრეტულ, არგუმენტებით გამყარებულ გზებს გვთავაზობს. 2019-შიც თავისუფლების დაცვის უკანასკნელ ზღუდედ ისევჩვენ, ხალხივრჩებით. 

წიგნის ქართული ვერსია გამოიცა ,,ფუკუიამას ფრონტისპირა დემოკრატიის ცენტრისა” და ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” თანამშრომლობის ფარგლებში. წიგნის მოპოვებისთვის მიმართეთ [email protected]

piblishing_img
ფრენსის ფუკუიამა

იდენტობა: იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის

arrow_icon
იდენტობა: იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის

იდენტობა: იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის

ფრენსის ფუკუიამა

იდენტობის აღიარების მოთხოვნა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ძირითადი მახასიათებელია. ის განმსაზღვრელ როლს თამაშობს ისეთ გლობალურ პროცესებში, როგორებიცაა ნაციონალიზმის გამოღვიძება მსოფლიოში და პოლიტიკური ისლამი”. 

ამ წიგნში ფრენსის ფუკუიამა ამტკიცებს, რომ იმ მოვლენათა დიდი ნაწილი, რომელთა გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური მოტივაცია მიიჩნევა, სინამდვილეში იდენტობის აღიარებასთანაა დაკავშირებული და არსებული პრობლემების ეკონომიკური საშუალებებით დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. აღიარება, იდენტობა, ღირსება, მიგრაციული პროცესები, ნაციონალიზმი, რელიგია და კულტურა ის თემებია, რომლებსაც ავტორი წიგნში განიხილავს და რომლებსაც უკვე ოცდაათ წელზე მეტია, იკვლევს. 

წიგნის ქართული ვერსია გამოიცა ფუკუიამას ფრონტისპირა დემოკრატიის ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში. წიგნის მოპოვებისთვის მიმართეთ [email protected]