ჩვენ შესახებ
“ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი“ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებსა და აქტივისტებს ფუნდამენტური დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების გარშემო აერთიანებს. ცენტრი მოიცავს როგორც ევროპის, ასევე ევრაზიის რეგიონს.
ცენტრი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებსა და აქტივისტებს, რომლებსაც სურთ, განახორციელონ დემოკრატიული რეფორმა და წინააღმდეგობა გაუწიონ ავტორიტარულ, კორუფციულ და კლეპტოკრატიულ რეჟიმებს. სწორედ ამ მიზნით, ცენტრი ქმნის ინტელექტუალურ სივრცეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები, საერთაშორისო ექსპერტები და ახალგაზრდები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის შესახებ მართავენ დისკუსიებს და ქმნიან ინტელექტუალურ ქსელს, რომლის საფუძველს “ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი“ წარმოადგენს.
ცენტრის მისიაა, დაიცვას “დემოკრატიული ფრონტის ხაზი” ყველა იმ ავტორიტარული რეჟიმის მოსაზღვრე ქვეყანაში, რომელსაც მიზნად დაუსახავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. სწორედ ამიტომ, “ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი“ მიზნად ისახავს, დემოკრატიული საზოგადოებების გამოცდილებაზე დაყრნობით შექმნას ქვეყნებისთვის დემოკრატიული განვითარების უნიკალური მიდგომა, აღზარდოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ახალი თაობა და ხელი შეუწყოს კონტინენტზე დემოკრატიის გაძლიერებას.