fukuyama logo

კლუბი

ოქტომბერი 8, 2020 წიგნის კლუბი: ლარი დაიმონდის “ავი ქარების” განხილვა

წიგნის კლუბი: ლარი დაიმონდის “ავი ქარების” განხილვა
დღეს, 8 ოქტომბერს, ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში წიგნის კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა.

პირველი შეხვედრა დაეთმო ლარი დაიმონდის “ავი ქარების” განხილვას, რომელიც EPRC-იმ 2020 წელს ქართულად თარგმნა და გამოსცა. დამსწრეებმა წიგნის საკვანძო საკითხების ნაწილი განიხილეს, ისეთი საკითხები როგორიცაა, რუსეთი საგარეო პოლიტიკა, ავტორიტარული ტალღა და დემოკრატიის სხვა საფრთხეები.

კლუბის მთავარი მიზანია შექმნას ინტელექტუალური სივრცე, სადაც მონაწილეები შეძლებენ სიღრმისეულად გაეცნონ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაშრომებს, იმსჯელონ, გაცვალონ იდეები და გამართონ დისკუსიები.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საგამომცემლო საქმიანობის ფარგლებში, ინტენსიურად თარგმნის და გამოსცემს დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორების ნაშრომებს. ლარი დაიმონდის – “ავი ქარები” უახლესი გამოცემაა, რომლის ქართული თარგმანის პრეზენტაცია 15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

შეხვედრა ჩატარდა ეპიდსიტუაციისთვის განსაზღვრული წესების დაცვით, მცირე ზომის სამუშაო ჯგუფში.