fukuyama logo

აქტივობები

Youth Club Launch

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
The Chevening Fund / British Embassy 2019 - 2019 £17,400

პროგრამის შედეგად ფუკუიამას ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა. კლუბმა ეფექტურად მოახდინა მობილიზება და გაერთიანება ახალგაზრდა თანამოაზრეების, ცვლილებების შემქმნელების და ლიდერების აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

ახალგაზრდული კლუბის წევრები გაერთიანდნენ ჩივენინგის კურსდამთავრებულთა ქსელთან და ლიდერთა განვითარების აკადემიის კურსდამთავრებულებთან. მათ გაცვალეს იდეები და აზრები ლიბერალური დემოკრატიისა და კარგი მმართველობის შესახებ. ვინაიდან 10-დან 8 გამომსვლელი იყო LAD-ის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდული კლუბის წევრებმა გამოიყენეს თავიანთი შანსი მათთან ხანგრძლივი პროფესიული კავშირების დასამყარებლად. მომხსენებლებმა წაახალისეს ახალგაზრდა თავისუფლებისთვის მებრძოლები და გაუზიარეს პირადი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი ინტერესები და ინიციატივები კონკრეტულ სფეროებში, რაც თემატურად არის დაკავშირებული დემოკრატიასთან. პროგრამის გამნავლობაში, თითოეული სესია ეძღვნებოდა მნიშვნელოვანი დემოკრატიული გამოწვევების შესახებ დისკუსიებსა და განხილვებს. ახალგაზრდული კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ ორდღიანი სასწავლო მოგზაურობის თეორიული ჩარჩოს ჩამოყალიბებაში და ჩართულები იყვნენ გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში. პროგრამა მოიცავდა გარე აქტივობებს, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობის მონახულება საპროტესტო აქციების დროს პოლიტიკური სივრცის ათვისების მნიშვნელობის განხილვის მიზნით. ასევე შედგა ჯგუფის ვიზიტი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, სადაც საბჭოთა ოკუპაციის ისტორია იყო განხილული. პროგრამამ ფუძე დაუდო გრძელვადიან თანამშრომლობას ჩევნინგის ქსელის წევრებსა და ახალგაზრდა ლიდერებს შორის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები