დონორი | ხანგრძლივობა | ბიუჯეტი | სტატუსი |
---|---|---|---|
ჩევნინგის ფონდი / ბრიტანეთის საელჩო | 2021 - 2021 | £18,370 |
პროგრამის მიზანია ახალგაზრდების სტიმულირება და მობილიზება აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა და დააკავშიროს ისინი Chevening კურსდამთავრებულთა ქსელთან, რათა ჩაერთონ დიალოგში და გაუზიარონ გამოცდილება და იდეები ერთიანი პლატფორმის შექმნის გზით. ეს პროგრამა მიზნად ისახავს გახდეს სოციალური ზემოქმედების ძლიერი გამომწვევი აგენტი ცვლილებების ქსელის გაფართოებით გამოცდილ ჩივენინგის კურსდამთავრებულებსა და ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის დაკავშირებით და გაძლიერებით.
სამდღიანი სამიტის მონაწილეთა გამოსავლენად, ესეების წარდგენის გზით შეირჩა სულ 21 მონაწილე 6 ქვეყნიდან. სამივე ჯგუფიდან 7 სტუდენტმა შეადგინა დოკუმენტი, რომელშიც შედის რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სამი ძირითადი მიზნის ქოლგის ქვეშაა:
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები
ხარისხიანი განათლება