პროექტი

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის კვლევა

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
ავსტრიის განვითარების სააგენტო/საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) 2015 - 2016 13,076 EUR დასრულებული

კვლევა მიზნად ისახავს სამიზნე რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანი ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიკაციას, რესურსების შეფასებას, არსებული პრობლემების ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას.

კვლევა ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერების(CBAC) პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს სამხრეთით მდებარე რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის გაზრდა შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვის შესაბამისად, არსებული პოლიტიკის გაუმჯობესების, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.
პროექტი ითვალისწინებს ღირებულებათა ჯაჭვის წარმატებული კოოპერატიული მოდელების შექმნას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის.
პროექტის პროდუქტები: 
ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის კვლევა
მიგნებების/რეკომენდაციების ორენოვანი ბროშურა

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები