ვინ ვართ ჩვენ

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებას. დეტალური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ცენტრი ქმნის პოლიტიკის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნის გავრცელებასა და პოლიტიკური ინიციატივების შესახებ დისკუსიის წარმოებას.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აქტიურად იკვლევს და ხელს უწყობს ეკონომიკური, ფინანსური, უსაფრთხოებისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებების განვითარებას. თანამედროვე კვლევითი მეთოდებისა და ინსტრუმენტების იმპლემენტაციის შედეგად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ქვეყანაში სანდო, მიუკერძოებელი და ობიექტური წყაროს სტატუსით სარგებლობს.

ჩვენი მისია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში გვჯერა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. კვლევის, პოლიტიკის ანალიზისა და ადვოკატირების გზით, ცენტრის მისიაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას, ეკონომიკისა და ეფექტური უსაფრთხოების ინიციატივების განვითარებას.

რას ვსაქმიანობთ

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ძირითად მიმართულებას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევა და ანალიზი წარმოადგენს. კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული ცოდნა და ექსპერტიზა კი ხელს უწყობს EPRC-ის საქმიანობის სხვა ძირითად სფეროებს:

იდეების განვითარება – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საერთაშორისო გამოცდილების კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით ქმნის პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომელიც შესაბამისობაში მოდის საქართველოს რეალობასთან.

შესაძლებლობების ხელშეწყობა – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, სამთავრობო სააგენტოებისა და მედიის გაძლიერებას იმისათვის, რომ მოხდეს ეფექტური ეკონომიკური კანონმდებლობის ხელშეწყობა და ბიუჯეტირების პროცესების გაუმჯობესება; მოსახლეობის იმ ინოვაციური ეკონომიკური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

მონიტორინგი და ანალიზი – სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ცენტრი აქტიურად ახორციელებს მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამებისა და საბიუჯეტო ხარჯწარმოების მონიტორინგსა და ანალიზს.