დონორი | ხანგრძლივობა | ბიუჯეტი | სტატუსი |
---|---|---|---|
GGI/ACCESS USAID, სტენფორდის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | 2015 - 2016 | $124,666 | დასრულებული |
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად იწყებს ერთობლივ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development – LAD) დაარსებას საქართველოში. ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში გაუძღვებიან სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა, როჯერ ლიდსი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლიდან და კენტ ვეივერი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან.
ლიდერთა განვითარების აკადემიის 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსის განმავლობაში, კურსისის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან დაეუფლებიან ორგანიზაციული მართის სხვადასხვა დოენზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ამუშავებს რამდენიმე ქეისს, რომელთა დახმარებითაც, მონაწილეები რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს, განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.