პროექტი

ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
შვეიცარიის საელჩო საქართველოში 2015 - 2015 19,410 GEL დასრულებული
პროექტის მიზანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვან ჩართულობას ეკონომიკურ პროცესებში.
პროექტის აქტივობები დაყოფილია სამ ეტაპად: ტრენინგი, პროექტის მონაწილეების ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად საჭირო საწყისი დაფინანსებით უზრუნველყოფა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტების მიერ პროექტის მონაწილეებისთვის დისტანციური მონიტორინგი და კონსულტაციები.
პირველ ეტაპზე ჩატარდება 4 ტრენინგი მეწარმეობასა და ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების შესახებ სულ მცირე 50 თვითდასაქმებული, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ქალბატონისათვის. 5-10 ქალი მეწარმე, რომელიც საუკეთესო ბიზნეს გეგმას წარადგენს დაფინანსდება გეგმის განსახორციელებლად საჭრო საწყისი თანხით, 1000 ლარის ფარგლებში.
დაფინანსების მიღების შემდეგ პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გუნდთან, რათა  სამომავლო გეგმების განსახორციელებლად გაეცნონ დამატებითი დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებს.
პროექტის პროდუქტები
ტრენინგი ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის თელავში
 
ტრენინგი ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის ახალციხეში
 
ტრენინგი ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის რუსთავში
 
ტრენინგი ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის მარნეულში 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები