ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან – “აწარმოე საქართველოში” (Enterprise Georgia) პარტნიორობით, და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის”.
3-წლიანი პროექტი, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დაიწყო, მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ხელშეწყობას მათი კონკრურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე ახალი სექტორების განვითარების ხელშეწყობას, და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მრავალი აქტივობის განხორციელება, მათ შორის:
- არსებული ბაზრის კვლევა და სექტორული ანალიზი;
- მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების სასწავლო ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი გამოცდილების უკეთ შესასწავლად;
- ტრენინგები და მასტერკლასები ქართული კომპანიებისთვის მათი უნარებისა და შესაძლებლობების განსავითარებლად;
- ბიზნესების გამოფენების მოწყობა მინიმუმ 500 მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლის მონაწილეობით;
- სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში” შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა მათი წარმომადგენლების დატრენინგებით.
- მედიის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პროექტის შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება.