პროექტი

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტი (EWMI)/ACCESS 2016 - 2017 $49,920 დასრულებული

პროექტი მიზანად ისახავს ქართული სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, მცირე პირველადი მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტების და რეგულაციების სიღრმისეული კვლევისა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელების და მწარმოებლებისა და სხვა დაინეტერსებული მხარეებისათვის მიწოდების გზით.

პროექტის ფარგლებში გაანალიზდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ახალ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული ხარჯები, ბარიერები, ასევე შიდა და უცხოურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასთან ასოცირებული პოტენციური სარგებელი მცირე მეწარმეებისათვის.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
1) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლების გაძლიერება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებითა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული სტანდარტიზაციის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით;
2) სამოქალაქო საზოგადოების (CSO) წარმომადგენლების  გაძლიერება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებითა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული სტანდარტიზაციის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზით;
3) ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისათვის პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება;
4) მცირე პირველადი მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებების შეფასება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები