article-img

კრიმინალური უსამართლობა

Black Lives Matter-ის საპროტესტო ტალღა ორ სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხი წამოჭრა: ინსტიტუციონალიზებული რასიზმი და პოლიციური ძალადობა. დღეს დადებული დაპირებების სიმტკიცესა და სიმართლეს მხოლოდ დრო აჩვენებს, თუმცა შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ ამერიკელებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, თუ რა ღრმად არის გამჯდარი რასიზმი და სტრუქტურული უთანასწორობა აკადემიურ წრეებში, ბიზნეს-სექტორში, საგამომცემლო სფეროში, სპორტსა და მაღალ ტექნოლოგიებში. ამ გზას უნდა დაადგეს სისხლის სამართლის სისტემის რეკონსტრუქციაც. ახალ სისტემაში კარგად უნდა იყოს გააზრებული რასობრივი ჩაგვრა. პოლიციის რასობრივი მიკერძოება მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხში გარკვევა არ უნდა დამთავრდეს რასისტი პოლიციელების სამსახურიდან განთავისუფლებით და ტრენინგებით. სინამდვილეში ამ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ძალადობის სისტემაზე, რომელმაც კრიმინალიზაციის გავრცელება და პოლიციის უსამართლო მკვლელობები გამოიწვია, პასუხისმგებლობას ყველა ამერიკელი ინაწილებს. ამ სადამსჯელო კულტურის ნაწილი რასიზმის გამოვლინებად შეიძლება შეფასდეს, თუმცა დანარჩენს რასიზმსთან ნაკლები კავშირი აქვს. შესაბამისად, ეფექტური ცვლილებების გატარებას დასჭირდება ამერიკელების მზაობა მიიღონ ნაკლებად აგრესიული და სადამსჯელო სამართალდამცავი სისტემა.

მიუხედავად აფრო-ამერიკელთა უფრო აქტიური პოლიციური კონტროლისა და მათისეგრეაგაციისა, ზედმეტად აგრესიული სამართალდამცავები მხოლოდ რასობრივ უმცირესობებს არ ავიწროებენ. აქ თეთრების მიერ შავების დისკრიმინაციაზე არ ვსაუბრობთ. როგორც ჯეიმზ ფორმან უმცროსი მის წიგნში, „თავისიანების დაჭერა” გვაიხსნის, მძიმე კრიმინოგენული ვითარების მქონე უბნებში და ქალაქებში, ნულოვანი ტოლერანტობის და უმკაცრესი პოლიციური კონტროლის მომხრეებს შორის აფრო-ამერიკელი ლიდერები ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან. არავის უნდა გაუკვირდეს აფრო-ამერიკელების მკვლელობაში გარეულ პოლიციელებს შორის ასევე აფრ-ამერიკელების დანახვაც.

ამერიკელები კრიმინალიზაციას მორალურ გმობას უტოლებენ: პოლიტიკოსები აღშფოთებას ახალი და უფრო მკაცრი კანონების შემოღებას ითხოვენ, პროკურორები კი საზოგადოების რისხვას დაცვის მხარისკენ ამისამართებენ. კანონდარღვევების მორალურ დანაშაულებთან გატოლება ამერიკელთა ცნობიერებაში კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებას კრიმინალთა მიერ დამსახურებულ მორალურ სასჯელთან აიგივებს. ნარკოტიკებთან ბრძოლა ასეთი უკუპროდუქტიული კრიმინალიზაციის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. სამართალდამცველთა რუტინის დიდი ნაწილი თამბაქოთი და ალკოჰოლით ულიცენზიოდ ვაჭრობის, არალეგალური სათამაშო ბიზნესი და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მსგავსი მსგავსი წვრილი დანაშაულებისგან შედგება. პოლიციიის აგრესიულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ „კანონი და სამართალის” ტიპის კონსერვატორებსა და „ჩამტვრეული ფანჯრების პრინციპის” პოლიტიკის მომხრეებს ვერ ავკიდებთ. პასუხისმგებლობლობის საკუთარი წილი ეკუთვნით ტოლერანტობით გამორჩეულ პროგრესისტებსაც, რომლებიც მათთვის მიუღებელი ქცევის შემთხვევაში სწრაფადვე იქცევიან ხოლმე უმკაცრეს სასჯელთა მომხრენი.

მაგალითად, მიუხედავად პროსტიტუციის კრიმინალიზაციის სექს-მუშაკების მდგომარეობაზე მძიმე გავლენის მრავალჯერ დადასტურებისა, პროსტიტუციის ლეგალიზაციის არდასშვებად ფემინისტები ბურჟუაზ მორალისტებთან თანამშრომლობისთვის მზად აღმოჩნდნენ. ანტი-რასისტებმა წარმატებას მიაღწიეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სანქციების დამძიმების ადვოკატირების საქმეში, რაც ფერადკანიანების წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული. ძალადობის მსხვერპლ ქალთა დამცველებმა ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად და ასეთი დანაშაულის შემთხვევაში პატიმრობა სავალდებულოდ აქციეს იმ შემთხვევაშიც კი თუ მსხვერპლი სარჩელზე უარს ამბობს და საქმის შეწყვეტას ითხოვს. ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესთა დამცველებმა საგზაო მოძრაობის დამღრვევთა მიმართ სასჯელთა გამკაცრება და მსხვერპლის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს, თითქოს გადატვირთულ და ქაოსურ გზებზე მომხდარი ყველა ინციდენტი დასჯის ღირსი დანაშაული იყოს.

რა თქმა უნდა, საშიში კრიმინალების კანონმორჩილ მოქალაქეებზე ძალადობა ძალისმისერი მეთოდებითაც უნდა აღიკვეთოს. ახლა ხშირად ისმის პოლიციის ბიუჯეტის შემცირების მოწოდებები, თუმცა ძნელი საპოვნელი იქნება ამა თუ იმ რასის ამერიკელი, რომელიც სამართალდამცავი ინსტიტუტების გაუქმების მომხრე იქნება. კრიმინალები აფრო-ამერიკელებს პოლიციელებზე ბევრად ხშირად უსწორდებიან ძალადობრივად. ამას გარდა, ძნელი წარმოსადგენია სისხლის სამართლის გამოყენებაზე სახელმწიფოს მონოპოლიის უკეთესი სისტემით ჩანაცვლება – ეს რასობრიც უთანასწორობას ვერ გამოასწორებს. საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ სფეროებში ჩარევის მოთხოვნა, კანონის უფრო მკაცრად დაცვა და სასჯელთა დამძიმება რეალურ პრობლემაზე რეაქციის გასაგები ფორმაა. შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს დამატებით რისკს შეიცავს, რადგან სამართალდამცავი ინსტიტუტებისთვის ახალი ასპარეზის დათმობა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ახალ შემთხვევების ალბათობასაც ზრდის.

აფრო-ამერიკელების პოლიციელების მიერ მკვლელობის ალბათობა თეთრკანიან ამერიკელებზე ორჯერ მეტია. ამ მძიმე სტატისტიკას კიდევ უფრო აუარესებს შეერთებული შტატების პოლიციის მიერ ჩადენილი მკვლელობების ზოგადი რაოდენობა, რომელიც განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას აღემატება. ეს მოცემულობა რასიზმთან კავშირში ნაკლებად არის. ასეთი ნეგატიური სტატისტიკა შეერთებულ შტატებში პოლიციელის პროფესიის თანმხლები რისკებითაა გამოწვეული: კრიმინოლოგი ფრენკ ზიმრინგის მონაცემებით, ამერიკელი პოლიციის ოფიცრის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სიკვდილის ალბათობა გერმანელი პოლიციელის ანალოგიურ რისკს 40-ჯერ, დიდი ბრიტანელისას კი 25-ჯერ აღემატება. ამერიკელი პოლიციელების პროფესიას ასეთ საშიშად, პირველ რიგში, შეერთებული შტატებში ცეცხლსასროლი იარაღის ხელმისაწვდომობა აქცევს. ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი მაღალი რისკი ამერიკელი პოლიციელებში პრევენციულ რეაქციას იწვევს, რაც ხშირად ინციდენტებითა და ძალის გადამეტებით მთავრდება.

 

საზოგადოებრივი ცხოვრების ზე-კრიმინალიზაცია აფერხებს გადატვირთული სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას და რიგით ამერიკელების სამართლებრივ დახმარებას. ასეთ ვითარებაში ბრალდებულები მათი სასამართლო პროცესების მოლოდინში პატიმრობაში თვეებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი წლებსაც კი ატარებენ. ასეთმა მოცემულობამ ამერიკელებს სამართლიანი სასამართლოს უფლება შელახა, საპროცესო შეთანხმებები ყოველდღიურ რუტინად იქცა. უახლესი მონაცემების მიხედვით, ამერიკულ ციხეებში პატიმრობაში მყოფთა 90%-მა საკუთარი ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეერთებული შტატებში მსოფლიო მოსახლეობის 5% ცხოვრობს, ამერიკულ ციხეებში კი მსოფლიოს პატიმართა 25% იხდის სასჯელს. პატიმართა რაოდენობით შეერთებული შტატები მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

დიდი ხანია ამ ციხეებში პატიმართა რეაბილიტაციას ყურადღება აღარ ეთმობა. მათი ფუნქცია საუკეთესო შემთხვევაში სოციალური კარანტინია, უარეს შემთხვევაში კი დამსახურებული სასჯელის მიღებაა. პენიტენციალური სისტემის კრიზისს ასახავს იმ სატელევიზიო რეალითი შოუს პოპულარობაც, რომელიც ციხის ცხოვრებას აღწერს. ამ სატელევიზიო პროგრამის ძირითადი გზავნილი ახალგაზრდების ციხეში მოხვედრით შეშინებაა, სადაც მათ თითქმის გარდაუვალი სექსუალური ძალადობა ელით. ცნობილია ფაქტები, როცა ზედამხედველები პატიმრებისგან “გლადიატორების” გუნდებს ქმნიდნენ და მათ შორის ბრძოლებზე ფსონებს დებდნენ. ეს ამერიკული ციხეების არაადამიანური და სასტიკი პირობების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

სასამართლო სისტემის მიერ დაკისრებული სასჯელი პატიმრის ციხიდან გათავისუფლებით არ სრულდება. „საზოგადოების წინაშე ვალის მოხდის” შემდეგ სრულფასოვან სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების უფლება და შესაძლებლობა სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, თუმცა შეერთებულ შტატებში ნასამართლევ მოქალაქეებს ხშირად ხმის მიცემის უფლებაც კი ეზღუდებათ. მათ ხელი არ მიუწვდებათ სამსახურებსა და სახლზე, იძულებულნი არიან შეეგუონ დამამცირებელ ზედამხედველობას, რომელიც ნაადრევად განთავისუფლების ერთ-ერთი პირობაა და ა.შ. დიახ, ამერიკის სისხლის სამართლის სისტემის გადაცდენებს რასიზმი კიდევ უფრო აძლიერებს, მაგრამ, ამავე დროს, ის მისგან დამოუკიდებელადაც უსამართლოა. ეს „ალქაჯების” დამწველთა, ცოლ-ქმრული ურთიერთობის დარღვევაში შემჩნეულების დამნშანთავთა და ალოკოჰოლის ამკრძლავთა მიერ ამერიკელებისთვის დატოვებული მემკვიდრეობაა. ვის არ უგრძვნია კმაყოფილება დამნაშავის დასჯის გაგებისას? ეს ხომ მსხვერლის ნაცვლად სამაგიეროს მიზღვა და საზოგადოების საკუთარი მორალურობისა და სამართლიანობის დემონსტრაციაა. მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, როცა დამნაშავის აღიარება ძალადობრივადაა მოპოვებული. საზოგადოება, რომელშიც სასჯელი დანაშაულზე მეტად მძიმეა, ხოლო სამართალდამცავები თავად იყენებენ მოძალადეთა მეთოდებს, მორალურობას ვერ დაიბრალებს.

რიჩარდ თომპსონ ფორდი

რიჩარდ თომპსონ ფორდი სტენფორდის სამართლის სკოლის პროფესორი, მრავალი წიგნის ავტორი და „ამერიკული ინტერესის” ავტორია.