სიახლეები

იანვარი 10, 2022 “რა ასუსტებს დემოკრატიას?” – მოუსმინეთ პოდკასტების სერიას “მსოფლიო თავდაყირა”

“რა ასუსტებს დემოკრატიას?” – მოუსმინეთ პოდკასტების სერიას “მსოფლიო თავდაყირა”
“რა ასუსტებს დემოკრატიას?” – მოუსმინეთ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ლარი დაიმონდს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და რადიო თავისუფლების ერთობლივი პოდკასტის “მსოფლიო თავდაყირა” მესამე ეპიზოდში.

პოდკასტში ლარი დაიმონდი დემოკრატიის სამიტის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების და მათი გატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესახებ საუბრობს.

“რაც უფრო მეტად იცლება დემოკრატია აზრისგან, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველია ის მოქალაქეებისათვის. ჩნდება ეჭვი მის ღირებულებასა და ნამდვილობაში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს დემოკრატია არ არის ნამდვილი, რომ მათი ხმა არ არის მნიშვნელოვანი და ისინი ყოვლისშემძლე ოლიგარქის მანიპულაციის მსხვერპლები არიან. შედეგად მოქალაქეებს ცინიზმი ეუფლებათ და ისინი პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას არჩევენ”, – ლარი დაიმონდი.

წამყვანები: ნინო ევგენიძე, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული.

პროექტი ხორციელდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში.

მოუსმინეთ პოდკასტს: რა ასუსტებს დემოკრატიას?