fukuyama logo

სიახლეები

მარტი 10, 2021 „ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ წიგნის კლუბის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა

„ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ წიგნის კლუბის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა

გასულ კვირას, „ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ წიგნის კლუბის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად განხილვის საგანი ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ კრამერის, წიგნი „შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება“ იყო, რომლის ახალი ქართული გამოცემა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ მკითხველებს 2020 წლის ბოლოს შესთავაზა.

წიგნი ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობების უახლეს ისტორიას მოიცავს და აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტის სტრატეგიის ანალიზზე დაყრდნობით მოსკოვთან ურთიერთობის ეფექტური პოლიტიკის შემუშავების გზებსაც გვაცნობს. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მოხელის წიგნის განხილვა განსაკუთრებით საინტერესო ახლა, ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბების პერიოდში იყო.  

გასაგები მიზეზების გამო დისკუსიები ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.