fukuyama logo

სიახლეები

მაისი 27, 2021 ,,ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი” 3 წლისაა!

,,ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი” 3 წლისაა!
,,ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი” 3 წლისაა!

ცენტრი მოიცავს თავისუფლებისთვის მებრძოლთა, უფლებადამცველთა და დემოკრატიის დამცველთა ფართო სპექტრს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომლებიც კანონის უზენაესობის, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგისა და დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების ირგვლივ ერთიანდებიან.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და აჭარა ჯგუფის პარტნიორობით, თბილისში, სასტუმრო „სტამბაში”, გაიხსნა ,,ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი.”

ცენტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრინის სკოლის მკვლევარი – დევიდ კრამერი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი – ფრენსის ფუკუიამა ხელმძღვანელობენ.

არსებობის მანძილზე, ცენტრმა:

  • თარგმნა და გამოსცა სამი წიგნი – ფრენსის ფუკუიამას “იდენტობა: იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის”; ჯონ მაკკეინის “დაუცხრომელი ტალღა” და ლარი დაიმონდის “ავი ქარები: დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებისან”.
  • 2020 წლიდან ცენტრმა ,,ამერიკული ინტერესი” –  2005 წელს დაარსებული ამერიკული ჟურნალის პირველი უცხოურენოვანი (ქართული) ნომერი გამოსცა.
  • 2021 წლიდან ,,ფრონტისპირა დემოკრატიის ჟურნალი” გამოსცა.
  • შექმნა წიგნის კლუბი, რომელიც პოლიტიკური ლიტერატურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს შეფასებები, იდეები და დამოკიდებულებები გაუზიარონ.
  • შექმნა საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პრინციპების გავრცელებით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანების მობილიზებას და მათ დაკავშირებას როგორც ერთმანეთთან, ისე სხვადასხვა სფეროების წამყვან პროფესიონალებთან და ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებთან, ასევე მოიცავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და ფართომასშტაბიანი საჯარო დისკუსიის სახით ინტელექტუალური პროდუქტის გენერირებას.
  • მონაწილეობა მიიღო ,,კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში” და ,,უკრაინის ახალგაზრდა ლიდერების უსაფრთოხების ფორუმში”.
  • რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შედეგად, შეიმუშავა და წარადგინა პროექტი “დეზინფორმაციის გამოაშკარავება და მასთან გამკლავება”.
  • McCain Institute-თან და The Heritage Foundation-თან ერთად შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული “სასაზღვრო” პროცესების ვიზუალიზაცია.
  • ჩაერთო ,,თბილისის საერთაშორისო კონფერენციის” ორგანიზებაში.
  • ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობის ფარგლებში გააშუქა დოკუმენტური ფილმი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის შესახებ, რომელიც დემოკრატიულ პროცესებში და კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა როლი მნიშვნელობას განიხილავს.
  • ცენტრი ფოკუსირებულია განსხვავებულ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ აქტივობებზე:
  • პოლიტიკასთან დაკავშრებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის ორგანიზება და მათში მონაწილეობა.
  • წიგნების, ჟურნალების, სტატიებისა და სასწავლო მასალების თარგმნა და გამოქვეყნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
  • განგრძობითი დიალოგების წარმოება პარტნიორებთან, CDDRL / LAD კურსდამთავრებულებთან და პოლიტიკის შემქმნელ სხვადასხვა პროფესიონალთან.
  • მოაზროვნეებისთვის, მეცნიერებისთვის, პრაქტიკოსებისთვისა და სტუდენტებისთვის პროფესიონალური ქსელის და სივრცის შექმნა, სადაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ხდება.
  • ,,ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან” არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით. კლუბმა უკვე მოახერხა ახალგაზრდების მობილიზება აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი. ახალგაზრდული კლუბის წევრების დაკავშირება მოხდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა (CAPF) და ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) ქსელთან, რის შედეგადაც ახალგაზრდებმა ქვეყნის წამყვან საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დემოკრატიული წინსვლისთვის საჭირო ეფექტური ქსელის შექმნეს. კლუბის წევრებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ცენტრის აქტივობებში, ისარგებლონ მისი რესურსებითა და კავშირებით.

2021 წელს, ახალგაზრდულმა კლუბმა The Change Makers Summit 2021-ს უმასპინძლა, რომელშიც 6 ქვეყნის 21 ახალგაზრდა ჩაერთო. სამიტის განმავლობაში, განათლების, ჯანდაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებული სამი სარეკომენდაციო პაკეტი შეიქმნა.

ცენტრი აგრძელებს იმ ინიციატივებზე მუშაობას, რომლებიც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას და გამყარებას ემსახურება.