სიახლეები

ივნისი 3, 2022 გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ! – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ! – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

3 ივნისს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ფარგლებში დისკუსიას „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“ უმასპინძლა.

შეხვედრის სპიკერები იყვნენ:

  • რიინა კალიურანდი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;
  • დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;
  • ულრიხ ტიდესტრომი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში;
  • ივანე ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელი;
  • შოთა უტიაშვილი, საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიულ სწავლებათა ფონდის უფროსი მკვლევარი.

დისკუსიას მოდერირებას უწევდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე.

შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ევროპაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები წარმოადგენდა. დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა რეგიონში არსებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების, ევროპის კავშირში მიმდინარე ცვლილებებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.

 

შეხვედრას საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.