სიახლეები

ნოემბერი 10, 2022 „ბრძოლა თავისუფლებისთვის: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე“ – წიგნის პრეზენტაცია

„ბრძოლა თავისუფლებისთვის: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე“ – წიგნის პრეზენტაცია
14 ნოემბერს, 20:00 საათზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გიწვევთ წიგნის პრეზენტაციაზე „ბრძოლა თავისუფლებისთვის: ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე“. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს მწერალთა სახლში.
წიგნი მიზნად ისახავს, ახლებურად გადაიაზროს ისტორიის გაკვეთილები და რუსეთის მეზობელი პატარა ერების გამოცდილებაზე დაყრდნობით პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, როგორებიც არის: რა არის თავისუფლება? სად იბადება და რაში გამოიხატება ის? რა კავშირშია თავისუფლება ეროვნულ ინტერესებთან ან ღირებულებებთან
კრებულში წარმოდგენილია ქართველი, უკრაინელი, ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ავტორების მიერ დანახული თავისუფლებისთვის ბრძოლის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც ასწლეულების განმავლობაში რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ ეროვნული იდენტობის ჩახშობისკენ მიმართული პოლიტიკა ახლდა თან.
წიგნი მიზნად ისახავს, დააფიქროს მკითხველი, თუ რამდენად არის დაკავშირებული ამ ქვეყნების წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთთან.
წიგნში შესული ესეების ავტორები არიან:
🔸 დალია ბანკაუსკაიტე
🔸 ჟანეტა ოზოლინა
🔸 ველო პეტაი
🔸 ბექა კობახიძე
🔸 ტარას კუზიო