სიახლეები

სექტემბერი 15, 2022 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა.

დღე, როცა ხალხის მმართველობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, თანასწორი და ღირსეული თანაარსებობის იდეას აღნიშნავენ მსოფლიოში.

საქართველო დღეს მსოფლიო ქვეყნების რიგში კვლავ ჰიბრიდული რეჟიმებისთვის მწკრივშია 91-ე ადგილით. ერთ დროს რეგიონის ლიდერი ქვეყანა ახლა მეზობელ სომხეთს და უკრაინას ჩამორჩება (The Economist-ის 2021 წლის დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლით).

დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს – საქართველოს ხალხმა ჯერ კიდევ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი არჩევანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაა. წინ ბრძოლის დიდი გზა გვაქვს!

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს გილოცავთ!