6 მაისს, ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ორგანიზებით, შოთა ღვინერიას საჯარო ლექცია – საინფორმაციო ეკოსისტემა და ინფორმაციული ომი, ჩატარდა.
ლექცია მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას საინფორმაციო ეკოსისტემის შესახებ. ლექციაზე ყურადღება დაეთმო საინფორმაციო ომთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს.