ჩვენ შესახებ

გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნება დღეს დემოკრატიული სამყაროს  მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რევიზიონისტული რუსეთის ხელახალი გამოჩენის პარალელურად მუდმივად იზრდება ევოპული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც თავს უყრის მსოფლიო დონის პოლიტიკურ ლიდერებსა და უსაფრთხოების ექსპერტების ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, ევროატლანტიკური საზოგადოებიდან და საქართველოდან, რათა განიხილონ ერთიანი, თავისუფლი და მშვიდობიანი ევროპის ხედვა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები და რეგიონში უსაფრთხოების განვითარების სტრატეგიები. 

თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა აუცილებელი თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში, კონფერენცია თავს უყრის  უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მასპინძლობდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს; ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს; აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონს; აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უიეს მიტჩელს; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს და აშშს ყოფილ ელჩს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და ლიეტუვაში ჯონ ტეფტს; ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს; უნგრეთის, ლიეტუვის და უკრაინის პარლამენტის წევრებს და სხვა მრავალ წამყვან ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებს. 2016 წელს კონფერენციაში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 2019 წელს სინდი მაკკეინმა, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში  და შეხვედრა ჯონ მაკკეინის მემკვიდრეობის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვით გახსნა.