პროექტის მიზანია ჩამოაყალიბოს ინოვაციური მეთოდოლოგია სახელმწიფო ფინანსების და ხარჯების (მათ შორის ცალკეული პროგრამები და სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების) ეკონომიკური ეფექტურობის კვლევის წარმოების შესახებ; საბიუჯეტო ხარჯების ანალიზის გზით უკეთ გასაგები გახადოს სახელმწიფოს რეალური „ტვირთი“ თითოეულ მოქალაქეზე და თითოეულ დასაქმებულზე. პროექტის ძირითადი მიზანია ფართო საზოგადოების ინფორმირება საჯარო სექტორის ოპერაციების შესახებ, ადვილად გასაგები გახადოს შესაბამისი ინფორმაცია და საშუალება მისცეს სტუდენტებს და აკადემიურ წრეებს გამოიყენოს ეს ინფორმაცია სასწავლო საშუალებად საჯარო ფინანსების დარგში.
კვლევის ასეთი პრაქტიკის ჩამოყალიბება და მისი გასაგები ფორმით მიწოდება საზოგადოებისთვის დაეხმარება მოქალაქეებს გააცნობიერონ საკუთარი ფინანსური როლი სახელმწიფოში. ადამიანები იოლად გაიგებენ საბიუჯეტო ხარჯების მიმართულებებს და შეაფასებენ სახელმწიფოს კონკრეტული ხარჯის აუცილებლობას და გაანალიზებენ იმ ეკონომიკურ ეფექტს, რასაც დანახარჯების ზრდა მოახდენს მათ ჯიბეზე. ამრიგად, პროექტის მიზანია გაზარდოს მოქალაქეების ინფორმირებულობა, რაც აუცილებელია საბიუჯეტო პროცესებში აქტიური ჩართვისთვის ყოველ ეტაპზე – ფორმირების, განაწილების, განხორციელების და მონიტორინგის. საბიუჯეტო პროცესების და სახელმწიფოს პრიორიტეტების გაგების უნარი აუცილებელი ნაბიჯია, რათა მოხდეს კომუნიკაცია პოლიტიკაში ჩართულ მოქალაქეებსა და იმ მთავრობას შორის, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე.