პროექტის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული „50-დღიანი პროგრამის“ შეფასება და ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია შეაფასო 50-დღიანი პროგრამის გრძელვადიანი სოციალურ ეკონომიკური ეფექტურობა პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავთვალეთ მეტად მნიშვნელოვნად დაკვირვება გვეწარმოებინა პროცესზე და წარგვედგინა გარკვეული რეკომენდაციები სამოქალაქო სექტორის სახელით საზოგადოებისთვის და მთავრობისთვის.