პროექტი

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 - 2023 € 72, 076 დასრულებული

პროექტის მიზანია, ესტონეთისა და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გამოიყენოს შესაბამისი მარეგულირებელი პრინციპები და საკანონმდებლო ჩარჩო, რათა მოახდინოს საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება და დაცვა.

პროექტის უმთავრესი ამოცანა თანამედროვე კრიტერიუმებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომლის მოშლა ან განადგურება მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

გადამწყვეტი ფაქტორების იდენტიფიცირების შემდეგ, პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების კვლევა და გამოვლენა. მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო სისტემის ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და გადაწყვეტების შეთავაზება. პროექტი შეიმუშავებს პასუხისმგებლობების განაწილებისა და კოორდინაციის პრაქტიკულ სქემას საჯარო, კეძრო და აკადემიური სფეროების წარმომადგენელთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით. საბოლოოდ კი, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს წამყვან იურიდიულ სკოლებში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტების სწავლების, კვლევისა და ანალიზის სტანდარტების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები