პროექტი

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
ევროკომისია 2023 - 2027 20,000 ევრო მიმდინარე

PRESILIENT არის მკვლევართა ქსელი, რომელიც აერთიანებს 14 პარტნიორს (მათგან 7 არააკადემიური სექტორიდან) და 15 ასოცირებულ პარტნიორს აფრიკაში, აზია-წყნაროკეანესა და ლათინურ ამერიკაში. პროექტის მიზანია ქსელში შემავალი პარტნიორებისთვის ტრენინგების, მკვლევართა გაცვლითი შესაძლებლობების, ერთობლივი კვლევითი პროდუქტების ინიცირება. პროექტის მიზნებია — გადავამზადოთ ახალი თაობის ექსპერტები გლობალურ სამხრეთში; — ჩავატაროთ კვლევა 15 სხვადასხვა ქვეყანაში, მივიღოთ ახალი მონაცემები და მივაღწიოთ თეორიულ წინსვლას ამ სფეროში; — შევიმუშავოთ სტრატეგიული ანალიტიკა, რომელიც პრაქტიკულ რეკომენდაციებს შესთავაზებს პოლიტიკის შემმუშავებლებს; — გავაძლიეროთ ცოდნის ორმხრივი გაცვლა ქსელის ღონისძიებების, აკადემიური და არააკადემიური პარტნიორების გაცვლითი პროგრამების, მივლინებებისა და დავალებაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის გზით.

Grant Agreement

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები