პროექტი

ორგანიზაციული განვითარების გრანტი

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
ღია საზოგადოების ინსტიტუტი - ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი ფონდი 2015 - 2017 $150,000 დასრულებული

ორგანიზაციული განვითარების გრანტი მიმართულია ანალიტიკურ ორგანიზაციებში სამი ძირითადი სფეროს გასაუმჯობესებლად. პირველი არის კვლევითი პროდუქტების ხარისხის დახვეწა, როგორიცაა ანგარიშების ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები, კვლევითი და ანალიზის მეთოდები. მეორე ასპექტი, კომუნიკაციის და ადვოკატირების მიმართულებით შესაძლებლობების ზრდაა და ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის მიწოდების სტრატეგიების განვითარებას, ადვოკატირების სხვადასხვა მექანიზმების სრულყოფას. მესამე მიმართულება შიდა ორგანიზაციული განვითარება და მართვაა, შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების დაქირავება, შენარჩუნება და მათი მოტივაცია, მმართველობითი ორგანოების განვითარება (სამეთვალყურეო და მრჩეველთა საბჭოები), სტრატეგიული დაგეგმარება, სახსრების მოძიება და მდგრადობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები