პროექტი

მეწარმეობა საქართველოში და მისი შეფასება

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
ფრიბურგის უნივერსიტეტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტი 2013 - 2014 $16,000 დასრულებული
პროექტის მიზანი
 
პროექტის მიზანია საქართველოში მეწარმეობის შესწავლა, იმ გზის (იდეიდან მოქმედებამდე) ანალიზი და გაგება, რაც წინ უძღვის საწარმოს  შექმნას. პროექტი ასევე მოიცავს პირველად კვლევებს ქვეყანაში ფორმალური და დაუკვირვებადი ეკონომიკის კავშირების შესახებ, ასევე იკვლევს საწარმოების ზრდას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას გარემოსთან. ზემოხსენებული გეგმების შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი გააკეთებს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც უფრო კონკრეტულად ასახავს მოსახლეობის პრობლემებს და პირადად მოისმენს ბიზნესმენების გამოცდილებას იმ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, რასაც ისინი აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დროს საქართველოში და სახელმწიფო რეგულაციების რეალობაზე. კვლევა დადებს დასკვნებს იმ ფაქტორებზე, რაც ეხმარება მეწარმეს მცირე მეწარმიდან იქცეს საშუალო მეწარმედ ან დაარეგისტრიროს საკუთარი ბიზნესი. ამ გზით მოხდება საქართველოში მეწარმეობისთვის არსებული ინსტიტუციონალური ჩარჩოების შეფასება, შესაძლო დაბრკოლებების გამოვლენა და შესაბამისად რეკომენდაციების ჩამოყალიბება ამ მიმართულებით სამომავლო სტრატეგიის დასასახად.
პროექტის პროდუქტი
 
საქართველოში მეწარმეობის კვლევა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები