პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან, ეკონომიკური გამოწვევებისა და საფრთხეების გამოვლენისა და განხილვისთვისთვის. უშიშროების საბჭოს განხილვისთვის წარედგინა როგორც დასკვნები, ასევე რეკომენდაციები. კვლევის მიზანი იყო იმ ძირითადი სფეროების განსაზღვრა, რომელშიც მომავალ წლებში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სტაბილური პროგრესი ეკონომიკური განვითარების კუთხით.