დონორი | ხანგრძლივობა | ბიუჯეტი | სტატუსი |
---|---|---|---|
Open Society Foundations, CASE | - | 186,000 USD | მიმდინარე |
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდი-საქართველოსა და სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრის ხელშეწყობით იწყებს პროექტს „ეკონომიკური მედეგობის ზრდა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში“.
პროექტის მიზანი ამ ქვეყნების ეკონომიკური მოდელების შესწავლის გზით მათი სისუსტეების გამოვლენა და ამ მიგნებების საფუძველზე იმ პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაა, რომლებიც სამი ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობას გააუმჯობესებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის კონტექსტში წარმოქმნილი სხვადასხვა სახის საშინაო და საგარეო შოკების მიმართ.