პროექტის მიზანი
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ (2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში) და ნაწილობრივ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთის მხრივ, ეს საშუალებას მისცემს ეთნიკურ უმცირესობებს გააკეთონ უფრო ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანი. მეორეს მხრივ, პროექტი დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებასთან, უფრო კონკრეტულად კი ეთნიკურ უმცირესობებთან და მედიასთან ურთიერთობაში. პროექტის ამოცანაა ხელი შეეწყოს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას რეგიონებში და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესებში.
პროექტის პროდუქტბი
• განახლებული ვებ-გვერდი www.econpolicyfact.ge ახალი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი დამატებით სამ ენაზე (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული);
• დასკვნითი ანგარიში – პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები და მათი ექსპერტული შეფასება:
რუსულ ენაზე
სომხურ ენაზე
აზერბაიჯანულ ენაზე