პროექტი

ეკონომიკის აღდგენა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ინოვაციის გზით

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
The Black Sea Trust for Regional Cooperation, The German Marshal Fund 2020 - 2020 $25,000 დასრულებული

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საქართველოს მოსახლეობისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა პარალელურად გამოიწვია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების და დღის წესრიგის შეფერხება. ხოლო, შემცირებული სამუშაო ადგილები და არანორმალიზებული დღის წესრიგი უფრო მეტ ბუნდოვანებას მატებს ახლო მომავალს. არცერთ ორგანიზაციას არ ძალუძს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს აღნიშნულ გამოწვევებს, შესაბამისად საჭიროა მთლიანად საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. სოციალური და ეკონომიკური აღდგენის სამუშაო ჯგუფი აერთიანებს გამოცდილ ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს არსებული პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე, კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკურ წრეებში, როგორც კრიზისიდან გამოსვლის მტკიცებულებებზე დაფუძნებული საპასუხო ზომები. აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზებას უწევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები