პროექტი

დეზინფორმაციის გამოვლენა და განეიტრალება საქართველოში

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 - 2019 $261,805 დასრულებული

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით დაიწყო რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ახალი პროექტის “დეზინფორმაციის გამოვლენა და განეიტრალება საქართველოში” განხორციელება. პროექტის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირე ქვეყნებში, უცხოური ძალების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაბამისი ქვეყნების როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ სტაბილურობაზე პროპაგანდის გავლენას შეასუსტებს.

პროექტის ფარგლებში მოხდება ფეისბუქის, ბლოგების, ახალი ამბებისა და სხვა სოციცალური მედია საიტებიდან, სხვადასხვა ენაზე ინფორმაციის მოპოვება და მათი გაანალიზება ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტის თვალსაზრისით. მაკკეინის ინსტიტუტი ვაშინგტონში, პოლიტიკის შემმუშავებლებს, კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებსა და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის შედეგად გამოიკვეთა.

მაკკეინის ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია, რაც EPRC-თან ერთად ყოველწლიურად თბილისის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც თავს უყრის წამყვან საერთაშორისო ექსპერტებს და დროთაგანმავლობაში, დემოკრატიისა და უსაფრთხოების შესახებ, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ღონისძიებად ჩამოყალიბდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები