პროექტი

ანალიზი და რეკომენდაციები ეფექტური ფისკალური დეცენტრალიზაციისთვის

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
ღია საზოგადოება საქართველო 2014 - 2014 $25,720 დასრულებული

პროექტის მიზანია ეკონომიკური ანალიზის და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის რეკომენდაციების შემუშავება სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორციისა და მექანიზმის ეფექტურად დადგენისთვის.

პროექტის ამოცანები:

• თითოეული თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური და სტატისტიკური ანალიზი;
• ამ ქალაქების არსებული ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხის შესწავლა;
• დამოუკიდებლობის შესაძლო პოტენციალის ანალიზი;
• დაქირავებით დასაქმებულთა და გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის დადგენა;
• არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა – საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, საქართველოს კანონი ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ;
• სხვადასხვა შესაძლო წილობრივი გადასახადის შემოღების შემთხვევაში ფინანსურ-ეკონომიკური შედეგების სიმულაცია;
• ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
• საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის რეკომენდაციების შემუშვება.
პროექტის პროდუქტები:
საბოლოო ანგარიში

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები