დონორი | ხანგრძლივობა | ბიუჯეტი | სტატუსი |
---|---|---|---|
Swiss Agency for Development and Cooperation | 2021 - 2022 | 200,193 ₾ | დასრულებული |
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს პროექტს „ACTION – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის გააქტიურებისთვის”. პროექტის მხარდამჭერია “შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო”.
პროექტი „ACTION” მიზნად ისახავს შექმნას ქართული, აზერბაიჯანული და სომხური არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მონაწილეებში ისეთი უნარებს განვითარებას, როგორებიც არის: მონაცემთა ანალიზი, აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების მარტივ ენაზე მიწოდება და ციფრული მედია კომუნიკაციები.