პროექტი

100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე

დონორი ხანგრძლივობა ბიუჯეტი სტატუსი
აშშ-ს საელჩო საქართველოში 2018 - 2019 $49,387 დასრულებული

პროექტის მიზანია სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების ინფორმირება ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მასწავლებლების სხვადასხვა ინიციატივებში ჩართვის გზით.

პროექტი ითვალისწინებს სკოლის მასწავლებლების მონაწილეობას, და მათი ცოდნისა და უნარების გამოყენებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოპულარიზაციისათვის. ამ მიზნით, გამოცხადდა კონკურსი აღნიშნულ თემატიკაზე ლექციების ჩასატარებლად. შერჩეულ 100 საუკეთესო ლექციას მასწავლებლები ჩაატარებენ სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ლექციებს დაესწრება სულ მცირე 2,000 მოსწავლე. შეიქმნება სპეციალური ვიდეო ბლოგი, რომელიც თავს მოუყრის ლექციების ვიდეო ჩანაწერებს. 10 საუკეთესო ლექციის ვიდეო გამოქვეყნდება სოციალურ მედიაში და შესაბამისად, 10 საუკეთესო მასწავლებელი გაემგზავრება ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით, სადაც ისინი უკეთ გაეცნობიან ევროკავშირის ინსტიტუციების მუშაობას და მათ გავლენას ევროპასა და მთელს მსოფლიოზე. მასწავლებლები ეწვევიან ნატოს შტაბ-ბინასაც.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები