დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ებს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. ინიციატივის მიზანია კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდა, საჭიროებების კვლევა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.