სიახლეები

იანვარი 3, 2022 “უკრაინის საკითხი – რაში არ უნდა შეჰყვეს დასავლეთი რუსეთს?” – მოუსმინეთ პოდკასტს “მსოფლიო თავდაყირა”

“უკრაინის საკითხი – რაში არ უნდა შეჰყვეს დასავლეთი რუსეთს?” – მოუსმინეთ პოდკასტს “მსოფლიო თავდაყირა”
“უკრაინის საკითხი – რაში არ უნდა შეჰყვეს დასავლეთი რუსეთს?” – მოუსმინეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და რადიო თავისუფლების ერთობლივი პოდკასტის “მსოფლიო თავდაყირა” მეორე ეპიზოდს.

პოდკასტის სტუმარია დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, Freedom House-ის ყოფილი დირექტორი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ ჯ. გრინის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი.

პოდკასტში დევიდ კრამერი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიც არის: რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები შავი ზღვის რეგიონში, რა უნდა იყოს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების საწყისი წერტილი? კრემლის ულტიმატუმი აშშ-სა და ნატოს – რა უნდა იყოს მთლიანად დასავლეთის პოზიცია?

პოდკასტის წამყვანები არიან ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.

პროექტი ხორციელდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში.
მოუსმინეთ პოდკასტს: “უკრაინის საკითხი – რაში არ უნდა შეჰყვეს დასავლეთი რუსეთს?”