სიახლეები

იანვარი 17, 2022 “უკრაინის საკითხი და საქართველოს არჩევანი” – მოუსმინეთ პოდკასტების სერიას “მსოფლიო თავდაყირა”

“უკრაინის საკითხი და საქართველოს არჩევანი” – მოუსმინეთ პოდკასტების სერიას “მსოფლიო თავდაყირა”
“უკრაინის საკითხი და საქართველოს არჩევანი” – მოუსმინეთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და რადიო თავისუფლების ერთობლივი პოდკასტის “მსოფლიო თავდაყირა” მეხუთე ეპიზოდს.

ეპიზოდის სტუმარია ბათუ ქუთელია, პარტია „დროა“-ს თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი.

პოდკასტში ბათუ ქუთელია ისაუბრებს უკრაინის საკითხის, მისი რეალური არსისა და მასშტაბის, აგრეთვე საქართველოს არჩევანის შესახებ.

„თუ უკრაინაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, აუცილებელია, საქართველომ გამოიჩინოს სოლიდარობა და დაეხმაროს უკრაინას ამ ბრძოლაში. აქ ნეიტრალიტეტს საქართველო ვერ შეინარჩუნებს და არც გონივრული იქნება, რადგან ეს არის ბრძოლა მთავარი ფასეულობებისთვის“.

წამყვანები: ნინო ევგენიძე, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო გელაშვილი, სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული.

პროექტი ხორციელდება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) „ადგილობრივი დემოკრატია ქმედებაში“ გრანტის ფარგლებში.

 

მოუსმინეთ პოდკასტს: უკრაინის საკითხი და საქართველოს არჩევანი